ძლიერი ქარიშხალი იაპონიაში - ათობით ათას ადამიანს სახლების დატოვებისკენ მოუწოდებენ
იაპონიის დასავლეთ და ცენტრალურ რაიონებს ძლიერი ქარიშხალი დაატყდა თავს, "ბიბისის" ცნობით, დაშავებულია 21 ადამიანი, ათობით ათას ოჯახს კი ელექტროენერგია არ მიეწოდება. ტაიფუნმა სახელად "იონგდარი" ძლიერი წვიმა და ქარი გამოიწვია.
სინოპტიკოსებმა ქარიშხალს ტროპიკული შტორმის კვალიფიკაცია მისცეს და მოსახლეობას მოსალოდნელი მეწყერის შესახებ აფრთხილებენ.
შტორმი ამდროისთვის დასავლეთით მიემართება, ამიტომაც ათობით ათას ადამიანს სახლების დატოვებისკენ მოუწოდებენ. გუშინ, ქალაქ შობარაში 36 000 ადამიანზე მეტის ევაკუაციის ბრძანება გაიცა.
ქარიშხლის გამო, ასობით ავიარეისი გაუქმდა.

