ინდოეთში მუსონური წვიმების შედეგად 50 ადამიანი დაიღუპა | Allnews.Ge

ინდოეთში მუსონური წვიმების შედეგად 50 ადამიანი დაიღუპა

ინდოეთში, უტარ-პრადეშის შტატში მუსონური წვიმების შედეგად ბოლო ორი დღის განმავლობაში 50 ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაციას ტელეარხი NDTV ავრცელებს.

აქამდე გავრცელებული ინფორმაციით, საუბარი იყო 27 დაღუპულზე.

უმეტეს შემთხვევაში ადამიანების დაღუპვის მიზეზი საცხოვრებელი სახლების სახურავის ჩამონგრევა, ხეებისა და ელექტროენერგიის ბოძების დაცემა გახდა.

შტატის მთავარმა მინისტრმა იოგი ადითიანათჰმა ადგილობრივ ორგანოებს სამაშველო ოპერაციისა და ფინანსური დახმარების უზრუნველყოფა დაავალა.

myquiz