აშშ-ში 1800 მიგრანტი ბავშვი, თავის მშობლებს სასამართლოს ბრძანების შედეგად დაუბრუნდა | Allnews.Ge

აშშ-ში 1800 მიგრანტი ბავშვი, თავის მშობლებს სასამართლოს ბრძანების შედეგად დაუბრუნდა

აშშ-ში 1800 მიგრანტი ბავშვი, თავის მშობლებსა და ოჯახის წევრებს სასამართლოს ბრძანების შედეგად დაუბრუნდა - აღნიშნული ინფორმაცია პრეზიდენტ ტრამპის ადმინისტრაციამ გაავრცელა.

მშობლებთან დაბრუნებული ბავშვებიდან 1442 ჯერ კიდევ საიმიგრაციო საპატიმროში იმყოფება, 378 ბავშვი კი შესაბამისი გარემოებებიდან გამომდინარე, გაათავისუფლეს.

ამ დროისთვის 700-ზე მეტი ბავშვი ჯერ კიდევ მშობელს არის დაშორებული, მათგან 431 ბავშვის მშობელი ამერიკის შეერთებულ შტატებში აღარ იმყოფება.

ხელისუფლების გადაწყვეტილებით, მექსიკიდან აშშ-ში არალეგალურად ჩასული მიგრანტები და მათი შვილები ერთმანეთს დააშორეს. აღნიშნული რეგულაციის ქვეშ 2500-ზე მეტი ბავშვი მოხვდა, რომლებიც მშობლებს ტრამპის "ნულოვანი ტოლერანტობის" პოლიტიკიდან გამომდინარე დააშორეს. თეთრი სახლის ლიდერი მიიჩნევდა, რომ იმ შემთხვევაში, თუ არალეგალ მიგრანტებსა და მათ ბავშვებს ერთმანეთს დააშორებდნენ, სულ უფრო ნაკლები მიგრანტი გარისკავდა აშშ-ში ჩასვლას.

აღნიშნული ბრძანება დონალდ ტრამპმა გასულ თვეში მძაფრი საპროტესტო რეაქციის შემდეგ გააუქმა.

myquiz