პაკისტანში საპარლამენტო არჩევნების პარალელურად აფეთქება მოხდა, დაიღუპა 28 ადამიანი | Allnews.Ge

პაკისტანში საპარლამენტო არჩევნების პარალელურად აფეთქება მოხდა, დაიღუპა 28 ადამიანი

პაკისტანში, ქალაქ კვეტაში აფეთქების შედეგად 28 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 40 - დაშავდა. ამის შესახებ ადგილობრივი გამოცემა The Express Tribune იუწყება.

აფეთქების შედეგად ასევე დაიღუპა ხუთი პოლიციელი. აფეთქება პოლიციის განყოფილების მახლობლად მოხდა.

აღსანიშნავია, რომ დღეს პაკისტანში საპარლამენტო არჩევნები იმართება.

ჯერჯერობით არ ვრცელდება ინფორმაცია, თუ რომელმა დაჯგუფებამ განახორციელა თავდასხმა.

myquiz