ახალ ზელანდიაში 4-დღიანი სამუშაო კვირა გამოსცადეს - ექსპერიმენტი წარმატებული გამოდგა | Allnews.Ge

ახალ ზელანდიაში 4-დღიანი სამუშაო კვირა გამოსცადეს - ექსპერიმენტი წარმატებული გამოდგა

კომპანიამ, რომელმაც ახალ ზელანდიაში 4-დღიანი სამუშაო კვირის ეფექტურობა გატესტა, განაცხადა, რომ ექსპერიმენტი იმდენად წარმატებული იყო, ამ სისტემის მუდმივად დანერგვა სურთ.

კომპანია Perpetual Guardian-მა, რომელიც კლიენტებს საკუთარი სურვილებისა და ქონების მართვაში ეხმარება, თავისი ორ-თვიანი ცდის შედეგები მიმდინარე კვირას გამოაქვეყნა. კომპანიის განმარტებით, ამ პერიოდის განმავლობაში თანამშრომლების მხრიდან განსაკუთრებული პროდუქტიულობა, სამუშაო და პირადი ცხოვრების ბალანსი და სტრესის გაცილებით დაბალი მაჩვენებელი დაფიქსირდა - ეს ყველაფერი კი იმის, გამო, რომ მათ ჩვეულზე ერთით ნაკლები სამუშაო დღე ჰქონდათ კვირაში. ექსპერიმენტის მიმდინარეობისას 240-ზე მეტ თანამშრომელს იმავე ოდენობის ხელფასს უხდიდნენ, რამდენსას 5-დღიანი სამუშაო კვირის შემთხავევაში. ექსპერიმენტი მარტის დასაწყისიადან აპრილის ბოლომდე მიმდინარეობდა.

"ეს მხოლოდ თეორია იყო, რაღაც ისეთი რაზეც ვფიქრობდი, რომ კარგი იქნებოდა მეცადა, იმიტომ რომ ჩემი გუნდისთვის უკეთესი გარემოს შექმნა მსურდა." - განაცხადა CNN-თან საუბარში Perpetual Guardian-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ენდრიუ ბარნსმა.

გასულ წლის ბოლოს კომპანიაში ჩატარებული გამოკითხვის შედეგად გამოკითხულ თანამშრომელთა მხოლოდ 54%-მა აღნიშნა, რომ სამსახურსა და პირად ცხოვრებას შორის ბალანსის პოვნა შეუძლია, ცდის შემდეგ იმავე მაჩვენებელმა 78%-ს მიაღწია. თანამშრომელებში სტრესის დონე 7%-ით შემცირდა, მაშინ როდესაც გუნდის სამუშაო პროცესში ჩართულობა 20%-ით გაიზარდა. ოკლენდის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის წარმომადგენლის ჯაროდ ჰაარის განმარტებით, რომელიც ცდის ერთ-ერთი ორგანიზატორი იყო, აღნიშნული ექსპერიმენტი სხვა კომპანიებისთვის მისაბაძი იქნება, რადგან ეს მუშაობის რევოლუციური გზაა.

ბარნსის განმარტებით, ამ პერიოდის განმავლობაში კომპანიაში დასაქმებული გაცილებით უფრო პროდუქტიულები გახდნენ, ნაკლებ დროს ხარჯავდნენ სოციალურ ქსელში ან სხვა არასამუშაო აქტივობებზე. ერთ-ერთმა თანამშრომელმა აღმასრულებელ დირექტორს ისიც კი უთხრა, რომ სამუშაო დროის განმავლობაში მეუღლისაგან მოსული ელექტრონული შეტყობინებების კითხვასაც კი დაანება თავი, რომელთან ერთადაც ახალ ბინას ეძებდა.

ექსპერიმენტმა მნიშვნელოვანი შედეგები აჩვენა თავად ახალი ზელანდიისთვისაც, სადაც სხვა ქვეყნებთან შედარებით დაბალი შრომითი პროდუქტიულობაა. კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა საბჭოს 4-დღიან სამუშაო კვირაზე გადასვლა უკვე შესთავაზა.

myquiz