იაპონიაში მზის დარტყმის სიმპტომებით საავადმყოფოებში 22 000 ადამიანი გადაიყვანეს
იაპონიაში რეკორდულად მაღალ ტემპერატურას ბუნებრივი კატასტროფა უწოდეს. ძლიერ სიცხეს ქვეყნის მასშტაბით 65 ადამიანი შეეწირა. "ბიბისის" ცნობით, ამინდის პროგნოზირების სამსახურის ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ ქვეყნის ცალკეულ რაიონებში უპრეცენდენტოდ მაღალი ტემპერატურა დაფიქსირდა.
22 000 ადამიანი საავადმყოფოებში მზის დარტყმის სიმპტომებით მიიყვანეს, მათგან ნახევარი ასაკოვანი ადამიანები არიან.
სინოპტიკსოების ინფორმაციით, ჯერჯერობით ტემპერატურის კლება მოსალოდნელი არ არის.
ორშაბათს, იაპონიის ერთ-ერთ ქალაქ კუმაგაიაში 41,1 გრადუსი სიცხე დაფიქსირდა, რაც იაპონიისთვის რეკორდულად მაღალი ტემპერატურაა. რაც შეეხება ტოკიოს, დედაქალაქში 40 გრადუსი სიცხეა, რაც ასევე ყველაზე მაღალი ტემპერატურაა ამ ქალაქის ისტორიაში.