საბერძნეთში, ხანძრის ეპიცენტრში დაკარგული საქართველოს ორი მოქალაქიდან ერთი იპოვეს | Allnews.Ge

საბერძნეთში, ხანძრის ეპიცენტრში დაკარგული საქართველოს ორი მოქალაქიდან ერთი იპოვეს

საბერძნეთში საქართველოს ელჩის, იოსებ ნანობაშვილის ინფორმაციით, საქართველოს ორი დაკარგული მოქალაქიდან ერთი იპოვეს. როგორც იოსებ ნანობაშვილმა "ინტერპრესნიუსთან" საუბრისას განაცხადა, საქართველოს მოქალაქე უსაფრთხოდაა.

"ერთ-ერთი ქალბატონი, რომელიც ხანძრის ეპიცენტრში იყო, კონტაქტზე გამოვიდა. ის ახლა ოჯახთან ერთად უსაფრთხოდ არის, მეორეს ვეძებთ", - განაცხადა იოსებ ნანობაშვილმა.

საბერძნეთში ტყის ხანძრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 50-მდე გაიზარდა. ტყის ხანძარი საბერძნეთში 23 ივლისს გაჩნდა, რის შედეგადაც ათეულობით სახლი დაიწვა. დაკარგულია საქართველოს ერთი მოქალაქე, რომელსაც საქართველოს საელჩო საბერძნეთის შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ერთად ეძებს.

myquiz