იაპონიაში ძლიერი სიცხის შედეგად 44 ადამიანი დაიღუპა
იაპონიაში ძლიერი სიცხის შედეგად ათობით ადამიანი დაიღუპა. CNN-ის ცნობით, 9 ივლისის შემდეგ ქვეყანაში მაღალ ტემპერატურას 44 ადამიანი შეეწირა.
ჰაერის ტემპერატურამ ქვეყნის ცალკეულ ტერიტორიაზე 42 გრადუსს მიაღწია, რაც იაპონიისთვის რეკორდულად მაღალი ტემპერატურაა.
სპეციალისტები მოსახლეობას რეკომენდაციებს აძლევენ, თუ როგორ უნდა მოიქცენ ძლიერი სიცხის დროს.