მსოფლიოში უკიდურესი სიღარიბის ზღვარს მიღმა მცხოვრები მოსახლეობის რაოდენობა 27%-დან 9%-მდე შემცირდა
გაეროს გენერალური მდივანი ანტონიო გუტიერეში მსოფლიოში უკიდურესი სიღარიბის გადალახვის დადებითი დინამიკის შესახებ საუბრობს.
"მსოფლიოში იმ მომუშავეთა წილი, რომელთაც არ შეუძლიათ საკუთარი ოჯახების უკიდურესი გაჭირვებიდან ამოყვანა, მნიშვნელოვნად შემცირდა", - ამის შესახებ საუბარია გაეროს გენერალური მდივნის მოხსენებაში.
დოკუმენტში აღნიშნულია, რომ 2000 წელს უკიდურესი სიღარიბის ზღვარს მიღმა ადამიანების 27% იყო, დღეის მდგომარეობით კი 9%-ია.
"ჯერ კიდევ რჩება სიღარიბის მძაფრი კერები სოფლებში, სადაც მოსახლეობა სიღარიბის უმაღლეს დონეზეა", - განაცხადა გუტიერეშმა. მისი აზრით, სიღარიბესთან გამკლავებას უნდა დაეხმაროს სოციალური დაცვის ინსტიტუტების განვითარება.