გამოქვაბულში, სადაც ბავშვები და მწვრთნელია ბლოკირებული, წყალსადენების გადაკეტვა მიმდინარეობს | Allnews.Ge

გამოქვაბულში, სადაც ბავშვები და მწვრთნელია ბლოკირებული, წყალსადენების გადაკეტვა მიმდინარეობს

ასობით სამხედრო მოსამსახურე, მაშველები და მოხალისეები თხამ ლუანგის გამოქვაბულის რაიონში მუშაობს, სადაც იქ ბლოკირებული 12 ბავშვის და მათი საფეხბურთო მწვრთნელის სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობს. ამ დროისთვის ყველა იმ ბუნებრივი წყალსადინარის გადაკეტვა მიმდინარეობს, რომლებიდანაც მთიდან ჩამომავალი წვიმის წყალი გამოქვაბულში ხვდება.

10-15 ადამიანისგან შემდგარი ბრიგადები მთებში ამ წყალსადენების გადასაკეტად მუშაობენ. დილით, სამაშველო ოპერაციის რაიონში სატვირთო ავტომობილების კოლონა მივიდა, რომლითაც დიდი რაოდენობით პლასტიკური მილები მიიტანეს. მათი მეშვეობით გამოქვაბულში არსებული წყლის ამოტუმბვა ხდება. ასევე გამოიყენებენ მთიდან გამოქვაბულში ჩამავალი წყლების ასარიდებლად.

სინოპტიკოსები დღეს ძლიერ წვიმას ისევ პროგნოზირებენ, რის გამოც გამოქვაბულში არსებულმა წყლის დონემ, შესაძლოა კრიტიკულ ზღვარს მიაღწიოს, იმის მიუხედავად, რომ გამოქვაბულიდან საათში 50 ათასი კუბური მეტრის ოდენობის წყლის ამოტუმბვა მიმდინარეობს.

myquiz