ტაილანდში გამოქვაბულიდან ბავშვების გამოყვანის პროცესი დაიწყო | Allnews.Ge

ტაილანდში გამოქვაბულიდან ბავშვების გამოყვანის პროცესი დაიწყო

12 ფეხბურთელი ბავშვისა და მათი მწვრთნელის გადასარჩენად ტაილანდში ევაკუაციის ოპერაცია დაიწყო. СNN-ის ინფორმაციით, მხარის, ჩიანგ რაის გუბერნატორმა, ნარონგსაკ ოსოტანაკორნმა განაცხადა, რომ დღეს ხელისუფლებაც და მაშველებიც ოპერაციისთვის მზად არიან. მისივე თქმით, ოჯახებს ევაკუაციის შესახებ უკვე აცნობეს.

ოპერაცია ადგილობრივი დროით დილის 10 საათზე დაიწყო, მასში მონაწილეობას 13 გამოცდილი მყვინთავი იღებს.

ტაილანდში კვლავ ძლიერ წვიმას ვარაუდობენ, რომელიც, სავარაუდოდ, მღვიმეს მთლიანად დაფარავს.

ელონ მასკს ტაილანდელი ბავშვების გამოქვაბულიდან გამოყვანის ახალი იდეა აქვს

"ტვიტერზე" ჟურნალისტები წერენ, რომ მათ მღვიმის შესასვლელი დაატოვებინეს და ადგილზე მხოლოდ მაშველები, სასწრაფო სამედიცინო ბრიგადები, ხელისუფლების წარმომადგენლები და სამართალდამცველები რჩებიან.

საფეხბურთო გუნდი ექსკურსიაზე 23 ივნისს წავიდა, ისინი უკან აღარ დაბრუნდნენ. გაუჩინარებიდან 9 დღის შემდეგ ბიჭებს მღვიმეში ორმა ბრიტანელმა მყვინთავმა მიაგნო.

myquiz