პაკისტანში მილიარდზე მეტი ხე დარგეს | Allnews.Ge

პაკისტანში მილიარდზე მეტი ხე დარგეს

პაკისტანი მილიარდზე მეტ ხეს რგავს. იმისთვის, რომ ქვეყნის უნაყოფო ლანდშაფტი ტყედ აქციოს, რაც "მწვანე ოქროს" სახელით არის ცნობილი. ახალი ხეები ეროზიის გამოწვევას უშლის ხელს, ამაგრებს მდინარის სანაპირო ზოლს და წყალდიდობების რისკს ამცირებს, ამასთანავე, ზრდის ნალექის მოსვლის შესაძლებლობას, რაც კარგი მოსავლის ასაღებად ძალიან მნიშვნელოვანია. ახალი ხეები ასევე ხელს უწყობს კლიმატური ცვლილებების ეფექტის შერბილებას.

ხაიბერ-პახტუნხვას პროვინციაში მილიარდი ხის დარგვა და 3500 კვადრატული კილომეტრი მიწის ნაკვეთის აღდგენა ჯერ კიდევ 2014 წელს გადაწყვიტეს, მიზნის შესრულებას კი ერთი წლის შემდეგ, 2015 წელს, შეუდგნენ. ხეების დარგავაზე 16 000 ადამიანი იყო დასაქმებული.

მათ 900 000 სწრაფად მზარდი ევკალიპტის ხე, ჯამში კი ხის 42 სახეობაზე მეტი დარგეს და საბოლოოდ, მიზანს - 1 მილიარდი ხის დარგვას, უკვე გადააჭარბეს.

პროექტის ღირებულებამ 169 მილიონი დოლარი შეადგინა. პროექტის მხარდამჭერების განცხადებით, ამ წამოწყების ღირებულება ფულს ბევრად სცდება, იცავს რეგიონს მომავალი თაობებისთვის და ქმნის უზარმაზარ საცხოვრებელ გარემოს ველური ბუნებისთვის.

მომზადებულია World Economic Forum-ის მიხედვით

myquiz