ამერიკაში დანით შეიარაღებული მამაკაცი მიგრანტებს დაესხა თავს | Allnews.Ge

ამერიკაში დანით შეიარაღებული მამაკაცი მიგრანტებს დაესხა თავს

უცნობი პირის მიერ დანით თავდასხმის შედეგად, ამერიკის აიდაჰოს შტატის ქალაქ ბოისეს ადმინისტრაციულ ცენტრში, სულ მცირე, ცხრა მიგრანტი დაშავდა. ამის შესახებ ტელეკომპანია ABC იუწყება.

ტელეარხის ინფორმაციით, დანით შეიარაღებული მამაკაცი სახლში შეიჭრა, სადაც მიგრანტები ცხოვრობდნენ. პოლიციის წარმომადგენლის განცხადებით, დაშავებულები საავადმყოფოში გადაიყვანეს, რომელთა ჯანმრთელობის მდგომარეობას მედიკოსები აფასებენ, როგორც მძიმეს.

თავდამსხმელი დაკავებულია. მისი ქმედების მოტივს პოლიცია დაადგენს.

myquiz