ირანში, 1979 წლის შემდეგ, ქალებს სტადიონზე შესვლის უფლება პირველად მიეცათ | Allnews.Ge

ირანში, 1979 წლის შემდეგ, ქალებს სტადიონზე შესვლის უფლება პირველად მიეცათ

ირანში, 1979 წლის ისლამური რევოლუციის გამარჯვების შემდეგ, ქალებს საფეხბურთო სტადიონზე შესვლის შესაძლებლობა პირველად მიეცათ. თეირანში, აზადის სტადიონზე მათ მამაკაცებთან ერთად თვალყური ადევნეს რუსეთის ქალაქ ყაზანში გამართული ირანისა და ესპანეთის ნაკრებების მატჩის ტრანსლაციას.

სტადიონზე შესვლა ირანში ქალებს 1979 წელს აეკრძალათ, როდესაც ქვეყანაში ისლამურმა რევოლუციამ გაიმარჯვა და ქალებს შარიათის ყველა წესის დაცვა ევალებათ.

აღსანიშნავია, რომ სტადიონზე ქალები ჯერ კიდევ 15 ივნისს, ირანი-მაროკოს მატჩის დროს უნდა შეეშვათ, თუმცა ბოლო მომენტში ხელისუფლებამ ღია ცის ქვეშ დაგეგმილი ტრანსლაცია გააუქმა და მატჩი მხოლოდ კინოთეატრებში აჩვენეს.

შეძლებენ თუ არა მომავალში ირანელი ქალები უშუალოდ ფეხბურთის მატჩებზე დასწრებას, ამ ეტაპზე უცნობი რჩება.

myquiz