ნათლობისას მღვდელმა ბავშვს სახეში გაარტყა | Allnews.Ge

ნათლობისას მღვდელმა ბავშვს სახეში გაარტყა

ნათლობის ცერემონიის დროს მღვდელმა მცირეწლოვან ბავშვს სახეში გაარტყა, რადგან ის ტიროდა, ვიდეოს "დეილი მეილი" ავრცელებს.

მამაკაცი და ქალი, რომელიც მღვდელთან ერთად ბავშვით ხელში დგანან, ნანახმა გააოგნა და მღვდელს ბავშვი გამოსტაცეს.

კადრებში ჩანს, რომ ბავშვი ხელში ქალს, სავარაუდოდ - დედას უჭირავს. მღვდელი კი ემბაზის წინ რიტუალს იწყებს. ბავშვი ვიდეოში ხმამაღლა ტირის, მისი დამშვიდება ვერ შეძლეს, ამიტომ მღვდელმა ხმას აუწია, ბავშვის თავი ხელებით დაიჭირა და სახეში გაარტყა. მცირეწლოვანმა კიდევ უფრო მოუმატა ტირილს, ბავშვის მამამ კი ბავშვი მღვდელს გამოსტაცა.

ცნობილი არ არის, როდის არის კადრები გადაღებული, თუმცა ნათლობის ცერემონია ფრანგულ ენაზე მიმდინარეობს.

myquiz