კიმ ჩენ ინი უკვე სინგაპურშია, სადაც დონალდ ტრამპთან შეხვედრას გამართავს | Allnews.Ge

კიმ ჩენ ინი უკვე სინგაპურშია, სადაც დონალდ ტრამპთან შეხვედრას გამართავს

ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სინგაპურში ჩაფრინდა, სადაც 12 ივნისს აშშ-ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან შეხვედრას გამართავს.

კიმ ჩენ ინის სინგაპურში ჩასვლის შესახებ ინფორმაციას სინგაპურის საგარეო საქმეთა მინისტრი ვივიან ბალაკრიშნანი ადასტურებს.

"მივესალმები თავმჯდომარეს კიმ ჩენ ინს, რომელიც სინგაპურში ჩამოვიდა", - დაწერა სინგაპურის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა "ტვიტერის" საკუთარ გვერდზე.

არსებული ინფორმაციით, კიმ ჩენ ინის დაცვის ავტობუსი, რომელშიც დაახლოებით 50 პირი იმყოფება, უკვე St. Regis სასტუმროში იმყოფება, სადაც ჩრდილოეთ კორეის ლიდერი განთავსდება.

დონალდ ტრამპისა და კიმ ჩენ ინის ისტორიული შეხვედრის ჩასატარებლად ადგილი უკვე შერჩეულია

დღეს კიმ ჩენ ინი სინგაპურის პრემიერ-მინისტრს ლი სიან ლუნს უნდა შეხვდეს.

myquiz