ვლადიმერ პუტინი - სანქციები რუსეთის განვითარებას ვერ შეაჩერებს | Allnews.Ge

ვლადიმერ პუტინი - სანქციები რუსეთის განვითარებას ვერ შეაჩერებს

სანქციები რუსეთის განვითარებას ვერ შეაჩერებს, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ჩინეთში ოფიციალურ ვიზიტამდე ჩინური მედიისათვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

მისივე თქმით, რუსეთისთვის დაწესებული სანქციები ზიანს მიაყენებს მათ, ვინც ამ სანქციების ინიცირება მოახდინა.

"ნელ-ნელა სანქციების მოხსნა მოხდება, ხოლო რუსეთის ურთიერთობები დასავლეთის ქვეყნებთან ნორმალიზდება. რაიმე სანქციების ან შეზღუდვების არსებობა ჩვენ არ გვაოცებს, ეს ჩვენ არ გვაშინებს და არასოდეს გვაიძულებს, უარი ვთქვათ განვითარების დამოუკიდებელ და სუვერენულ გზაზე", - აღნიშნა ვლადიმერ პუტინმა.

რუსეთის პრეზიდენტმა ასევე განაცხადა, რომ ის იმ მოცულობიდან გამომდინარეობს, რომ "რუსეთი ან სუვერენული იქნება ან საერთოდ არ იარსებებს".

"ჩვენ სხვა გზა არ გვაქვს, მაგრამ გვესმის, რომ ჩვენ პარტნიორებს ამ სანქციებითა და შეზღუდვებით ჩვენი განვითარების შეკავება სურთ. დარწმუნებული ვარ, რომ არაფერი გამოუვათ", - დასძინა რუსეთის ლიდერმა.

myquiz