გვატემალაში ვულკან "ფუეგოს" ამოფრქვევის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 69-მდე გაიზარდა | Allnews.Ge

გვატემალაში ვულკან "ფუეგოს" ამოფრქვევის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 69-მდე გაიზარდა

გვატემალაში ვულკან "ფუეგოს" ამოფრქვევის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 69-მდე გაიზარდა. ამის შესახებ ქვეყნის სამართალწარმოების ინსტიტუტი იუწყება.

მათი ინფორმაციით, ჯერჯერობით მხოლოდ 17 ცხედრის ამოცნობა შეძლეს.

სტიქიის შედეგად დაშავებულთა რიცხვი ჯერჯერობით 46-ს შეადგენს, ევაკუირებულია 3 ათასი ადამიანი. დროებით თავშესაფრებში 1,68 ათასი ადამიანი იმყოფება. სტიქია საერთო ჯამში 1,7 მილიონ ადამიანს შეეხო.

'

myquiz