ძლიერი ვულკანი გვატემალაში - მძიმე კადრები სტიქიის ზონიდან | Allnews.Ge

ძლიერი ვულკანი გვატემალაში - მძიმე კადრები სტიქიის ზონიდან

გვატემალაში ვულკან "ფუეგოს" ამოფრქვევის შედეგად 25 ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაციას გვატემალას საგანგებო სიტუაციების სამსახური ავრცელებს.

როგორც ადგილობრივი ტელეარხი RBC Noticias აღნიშნავს, 653 ადამიანი დროებით თავშესაფრებშია განთავსებული.

აღნიშნული ვულკანის ამოფრქვევა ერთ-ერთ ყველაზე ძლიერად მიიჩნევა, რაც კი ბოლო წლების განმავლობაში მომხდარა.

გვატემალას ხელისუფლებამ განგაშის წითელი დონე გამოაცხადა ქვეყნის რამდენიმე რაიონში. დახურულია დედაქალაქის საერთაშორისო აეროპორტი "აურორა".

ქვეყნის პრეზიდენტმა სამდღიანი გლოვა გამოაცხადა.

"ფუეგო" ლათინური ამერიკის ქვეყნებში ერთ-ერთი ყველაზე აქტიური ვულკანია.

myquiz