გერმანიაში მიგრანტთა განთავსების ცენტრში ჩხუბის შედეგად, საქართველოს 4 მოქალაქე დაშავდა | Allnews.Ge

გერმანიაში მიგრანტთა განთავსების ცენტრში ჩხუბის შედეგად, საქართველოს 4 მოქალაქე დაშავდა

გერმანიის ქალაქ დრეზდენის მიგრანტთა დროებითი განთავსების ცენტრში, გასულ ღამეს ორი მასობრივი ჩხუბი მოხდა, რის შედეგადაც საქართველოს 47 წლის მოქალაქემ სერიოზული დაზიანებები მიიღო, კიდევ სამი ქართველი კი მსუბუქად დაშავდა. ადგილობრივი პოლიციის ინფორმაციით, 15 ადამიანი დაკითხვაზე გადაიყვანეს, შემდეგ კი გაათავისუფლეს.

პოლიციის განცხადებით, თავდაპირველად 20 მიგრანტს შორის ამ დრომდე უცნობი მიზეზის გამო ჩხუბი მოხდა, რამდენიმე წუთში კი მოჩხუბართა რიცხვმა 60-ს მიაღწია.

საზღვარგარეთ საქართველოს არალეგალურად მყოფი მოქალაქის დახმარება დასჯადი აღარ იქნება

პოლიციამ ლიბიის ორი მოქალაქე და საქართველოს 29 წლის მოქალაქე საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევაში და ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებაში დაადანაშაულა.

გერმანიაში პოლიციელებზე თავდასხმის ბრალდებით საქართველოს 4 მოქალაქე დააკავეს

myquiz