კუბაზე სუბტროპიკული შტორმის გამო 13 ათასამდე ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა | Allnews.Ge

კუბაზე სუბტროპიკული შტორმის გამო 13 ათასამდე ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა

კუბაზე სუბტროპიკული შტორმის "ალბერტოს" გამო 13 ათასამდე ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა. ამის შესახებ გამოცემა Prensa Latina იტყობინება.

მათივე ინფორმაციით, ყველაზე დიდი ზიანი შტორმით გამოწვეულმა ძლიერმა წვიმამ ქვეყნის ცენტრალურ და დასავლეთ პროვინციებს მიაყენა.

"კუბას რკინიგზამ" მთელი ქვეყნის მასშტაბით რეისების განხორციელება შეაჩერა.

myquiz