ერდოღანი მოსახლეობას მოუწოდებს დოლარი და ევრო ლირაში გადაახურდავონ | Allnews.Ge

ერდოღანი მოსახლეობას მოუწოდებს დოლარი და ევრო ლირაში გადაახურდავონ

თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი მოსახლეობას მოუწოდებს, დოლარი და ევრო ლირაში გადაახურდაონ და დანაზოგი ეროვნულ ვალუტაში გააკეთონ.. "როიტერის" ცნობით, ამის მიზეზი თურქული ლირის მკვეთრი გაუფასურება გახდა.

"ჩემო ძმებო, ვისაც დოლარი და ევრო ბალიშის ქვეშ გაქვთ შენახული. წადით და ფული ლირაში გადაახურდავეთ", - განაცხადა ერდოღანმა ქალაქ ერზრუმში მოსახლეობასთან შეხვედრისას.

შეგახსენებთ, ბოლო პერიოდში თურქული ლირა 20 პროცენტით გაუფასურდა დოლართან მიმართებით. ბოლო მონაცემებით, 1 დოლარის ყიდვა დაახლოებით 4,64 ლირად არის შესაძლებელი.

თურქული ლირა რეკორდულად გაუფასურდა - რა პროცესები მიმდინარეობს საქართველოს მეზობელ ქვეყანაში?

myquiz