ისრაელში, ერთ-ერთ ქარხანაში საქართველოს მოქალაქე ხორცის საკეპ მანქანაში ჩავარდა | Allnews.Ge

ისრაელში, ერთ-ერთ ქარხანაში საქართველოს მოქალაქე ხორცის საკეპ მანქანაში ჩავარდა

ისრაელის ქალაქ ხოლონში, ერთ-ერთი ქარხნის 30 წლის თანამშრომელი ხორცის საკეპ მანქანაში ჩავარდა. როგორც "ინტერპრესნიუსს" ისრაელში მცხოვრებმა ქართველმა განუცხადა, მამაკაცს, რომელიც საქართველოს მოქალაქე იყო, ხორცსაკეპში ხელი ჩაჰყვა და შემდეგ მთლიანად ჩაითრია. ადგილზე მისულ მედიკოსებს მამაკაცი გარდაცვლილი დახვდათ.

შემთხვევის ადგილზე პოლიცია მუშაობს, მიმდინარეობს ინციდენტის გამოძიება.