ისრაელსა და ღაზას შორის საზღვარზე სიტუაცია დაიძაბა
ისრაელსა და ღაზას შორის საზღვარზე სიტუაცია დაიძაბა. სიტუაციის გამწვავება დღეს, იერუსალიმში აშშ-ს საელჩოს გახსნას უკავშირდება.
ათასობით მანიფესტანტი ტერორისტული ორგანიზაცია "ჰამასის" მოწოდებას გამოეხმაურა და საზღვრის გასწვრივ შეიკრიბა, რათა აშშ-ს საელჩოს გახსნა გააპროტესტონ.
აღსანიშნავია, რომ რამდენიმე ჯგუფი ისრაელის ტერიტორიაზე შეღწევას შეეცადა, თუმცა ისინი ისრაელის უსაფრთხოების ძალებმა დააკავეს. მანიფესტანტები ისრაელის ჯარისკაცების მიმართულებით ქვებს ისვრიან.
დღეს ისრაელში აშშ-ს საელჩოს გახსნის ცერემონია გაიმართება. იერუსალიმში აშშ-ს საელჩოს გახსნის ცერემონიაში, რომელიც ადგილობრივი დროით 16:00 საათზე დაიწყება, საერთო ჯამში 800 ადამიანი მიიღებს მონაწილეობას. ცერემონიაზე დამსწრე საზოგადოებას ვიდეომიმართვით აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მიესალმება.