ნიკოლ ფაშინიანი ვლადიმერ პუტინთან შეხვედრას გეგმავს | Allnews.Ge

ნიკოლ ფაშინიანი ვლადიმერ პუტინთან შეხვედრას გეგმავს

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ ევრაზიული ეკონომიკური საბჭოს სხდომაზე, რომელიც 14 მაისს სოჭში გაიმართება, რუსეთის პრეზიდენტთან ვლადიმერ პუტინთან შეხვედრას იმედოვნებს.

"რა თქმა უნდა, ვგეგმავ 14 მაისს სოჭში რუსეთის პრეზიდენტთან ვლადიმერ პუტინთან შეხვედრას", - განაცხადა ნიკოლ ფაშინიანმა საინფორმაციო სააგენტო "ტასის" კორესპონდენტის კითხვაზე.

სომხეთის პარლამენტმა პრემიერ-მინისტრის პოსტზე ოპოზიციის ლიდერი ნიკოლ ფაშინიანი აირჩია. მის კანდიდატურას მხარი 59 დეპუტატმა დაუჭირა, წინააღმდეგი კი 42 დეპუტატი იყო.

სომხეთის პრემიერ-მინისტრის პოსტი ვაკანტური 23 აპრილს გახდა, მას შემდეგ რაც სერჟ სარგსიანმა მომიტინგეების მოთხოვნა დააკმაყოფილა და თანამდებობიდან გადადგა.

myquiz