"თალიბანის" თავდასხმების შედეგად პოლიციის სულ მცირე 42 თანამშრომელი დაიღუპა | Allnews.Ge

"თალიბანის" თავდასხმების შედეგად პოლიციის სულ მცირე 42 თანამშრომელი დაიღუპა

ავღანეთის დასავლეთ ნაწილში "თალიბანის" თავდასხმების შედეგად პოლიციის სულ მცირე 42 თანამშრომელი დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივ ხელისუფლებაზე დაყრდნობით ტელეარხი Ariana ავრცელებს.

ტელეარხის ინფორმაციით, თალიბები ღამით დაესხნენ თავს პოლიციის განყოფილებას და რამდენიმე საკონტროლო-გამშვებ პუნქტს.

შეტაკებების ადგილზე სამთავრობო ძალები იყო გაგზავნილი. ამ მომენტისთვის სიტუაციას სამართალდამცველები აკონტროლებენ.

myquiz