ჯონ მაკეინს, რომელიც ტვინის სიმსივნეს ებრძვის, არ სურს დონალდ ტრამპი მის დაკრძალვას დაესწროს | Allnews.Ge

ჯონ მაკეინს, რომელიც ტვინის სიმსივნეს ებრძვის, არ სურს დონალდ ტრამპი მის დაკრძალვას დაესწროს

"რესპუბლიკელ" სენატორს ჯონ მაკკეინს, რომელიც კიბოს ებრძვის, არ სურს, რომ მისი დაკრძალვის ცერემონიას აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი დაესწროს. ამის შესახებ ამერიკული ტელეარხი NBC News სენატორის გარემოცვაზე დაყრდნობით იუწყება.

სენატორის გარემოცვაში აცხადებენ, რომ ჯონ მაკკეინს სურს, რომ მის დაკრძალვას აშშ-ს ვიცე-პრეზიდენტი მაიკ პენსი დაესწროს.

წყაროს ინფორმაციით, მაკკეინის დაკრძალვის ცერემონიის ჩატარება ვაშინგტონის საკათედრო ტაძარში იგეგმება, ხოლო სიტყვით ყოფილი პრეზიდენტები ბარაკ ობამა და ჯორჯ ბუში უმცროსი გამოვლენ.

2017 წლის ივნისში 81 წლის ჯონ მაკკეინს გლიობლასტომის დიაგნოზი დაუსვეს. მას ექიმებმა ტვინის სიმსივნე დაუდგინეს. მაკკეინს ოპერაცია ჩაუტარდა. მისი განცხადებით, ექიმები ცუდ პროგნოზს აკეთებენ.

myquiz