საუდის არაბეთი და ვატიკანი ქრისტიანებისთვის ეკლესიების აშენებაზე შეთანხმდნენ | Allnews.Ge

საუდის არაბეთი და ვატიკანი ქრისტიანებისთვის ეკლესიების აშენებაზე შეთანხმდნენ

საუდის არაბეთი და ვატიკანი ქრისტიანებისთვის ეკლესიების აშენებაზე შეთანხმდნენ. ამის შესახებ ეგვიპტური მედია იუწყება.

გამოცემა Egypt Independent-ის ინფორმაციით, შეთანხმება აპრილში, საუდის არაბეთში ვატიკანის ინტერრელიგიური დიალოგის საბჭოს თავმჯდომარის, კარდინალ ჟან-ლუი ტორანის ვიზიტის დროს შედგა.

ვატიკანურ მედიასთან ინტერვიუში ტორანმა დაადასტურა, რომ საუდის არაბეთთან დეკლარაცია გაფორმდა, თუმცა მისი შინაარსის დაზუსტება არ ისურვა.

ვიზიტის დროს ტორანი რამდენიმე მაღალჩინოსანს, მათ შორის საუდის არაბეთის მეფეს სალმან ბინ აბდულაზიზ ალ-საუდს შეხვდა.

აღსანიშნავია, რომ ამჟამად საუდის არაბეთში ისლამის გარდა ყველა სხვა რელიგიის წარმომადგენელთა საქმიანობა აკრძალულია.

myquiz