ჰავაის კუნძულებზე ვულკანის ამოფრქვევის გამო ევაკუაცია გამოცხადდა | Allnews.Ge

ჰავაის კუნძულებზე ვულკანის ამოფრქვევის გამო ევაკუაცია გამოცხადდა

ჰავაის კუნძულებზე, ვულკან კილაუეას ამოფრქვევის გამო ევაკუაცია გამოცხადდა. ამის შესახებ გამოცემა Hawaii News იუწყება.

წინასწარი მონაცემებით, ევაკუაციის ზონაში 10 ათასი ადამიანი მოექცა, რომლებიც ვულკანის მოქმედების ზონაში ცხოვრობენ.

გავრცელებული ინფორმაციით, ლავა ახლომდებარე დასახლებულ პუნქტებს უკვე მიუახლოვდა.

აღსანიშნავია, რომ ადგილობრივმა ხელისუფლებამ მოსახლეობას ევაკუაციისთვის მზადება ჯერ კიდევ ერთი კვირის წინ დაავალა.

myquiz