ჩრდილოეთ კორეის ხელისუფლება ფხუნგერის ბირთვულ პოლიგონს მაისში საბოლოოდ დახურავს | Allnews.Ge

ჩრდილოეთ კორეის ხელისუფლება ფხუნგერის ბირთვულ პოლიგონს მაისში საბოლოოდ დახურავს

ჩრდილოეთ კორეის ხელისუფლება ფხუნგერის ბირთვულ პოლიგონს მაისში საბოლოოდ დახურავს. ამის შესახებ სამხრეთ კორეის პრეზიდენტის პრესმდივანმა იუნ იონ ჩანმა განაცხადა. მისივე თქმით, ბირთვული პოლიგონის დემონტაჟის პროცესი საჯარო იქნება.

როგორც სამხრეთ კორეის პრეზიდენტის პრესმდივანმა განაცხადა, აღნიშნულის შესახებ შეთანხმებას კიმ ჩენ ინმა და მუნ ჩჟე ინმა 27 აპრილს გამართულ შეხვედრაზე მიაღწიეს. ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა პირობა დადო, რომ ჟურნალისტებსა და უსაფრთხოების სფეროში ექსპერტებს მოიწვევს, რომლებიც დააკვირდებიან ბირთვული პოლიგონის დემონტაჟის პროცესს.

იუნ იონ ჩანმა ასევე აღნიშნა, რომ კიმ ჩენ ინის თქმით, იმ შემთხვევაში თუ ფხენიანი და ვაშინგტონი შეძლებენ სანდო ურთიერთობების ჩამოყალიბებას, ჩრდილოეთ კორეა შეძლებს უარი თქვას ბირთვულ იარაღზე და ყურადღება გაამახვილოს ეკონომიკურ განვითარებაზე.

myquiz