ფოტოები ჩრდილოეთ და სამხრეთ კორეის ლიდერების ისტორიული შეხვედრიდან | Allnews.Ge

ფოტოები ჩრდილოეთ და სამხრეთ კორეის ლიდერების ისტორიული შეხვედრიდან

ჩრდილოეთ კორეის ლიდერის ისტორიული ვიზიტი სამხრეთ კორეაში ხელის ჩამორთმევით დაიწყო, რომელიც 30 წამს გაგრძელდა. ამ დროს ორი კორეის ორივე ლიდერი საზღვრის თავის მხარეს იდგა, რის შემდეგაც მუნ ჩჟე ინმა კიმ ჩენ ინი კორეის თავის ნაწილში გადაიპატიჟა. რეპორტიორები ვარაუდობენ, რომ ეს მომენტი ცერემონიის სპონტანური ნაწილი იყო. ამის შემდეგ, ლიდერები დემილიტარიზაციის ზონაში მდებარე მშვიდობის სახლში გაემგზავრნენ, სადაც სამიტი გაიმართა. მთელი ამ დროის განმავლობაში, კიმ ჩენ ინი და მუნ ჩჟე ინი ხელიხელჩაკიდებულები იყვნენ.

მოლაპარაკების დაწყების წინ კიმ ჩენ ინმა აღნიშნა, რომ გულახდილი დიალოგის იმედი აქვს.

კიმ ჩენ ინი ჩრდილოეთ კორეის პირველი ლიდერი გახდა, რომელიც 1953 წლიდან სამხრეთ კორეას ეწვია. ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა სპეციალურ წიგნში ჩანაწერი დატოვა.

"დღეს ისტორიაში ახალი ეპოქა იწყება: მშვიდობის ეპოქა", - დაწერა კიმ ჩენ ინმა.

კიმ ჩენ ინის თქმით, ის დარწმუნებულია, რომ მოლაპარაკებები სამხრეთ კ

ორეის პრეზიდენტთან კარგ და მნიშვნელოვან შედეგებს გამოიღებს.

"ჩვენ აქ მოვედით იმის იმედით, რომ ორ კორეას შორის ურთიერთობებში ახალ ფურცელს გადავშლით. დარწმუნებული ვარ, რომ შევძლებთ კონსტრუქტიული დიალოგი წარვმართოთ პრეზიდენტ მუნ ჩჟე ინთან", - განაცხადა მან.

თავის მხრივ სამხრეთ კორეის პრეზიდენტმა მუნ ჩჟე ინმა კიმ ჩენ ინს მოუწოდა ერთად დაამყარონ მშვიდობა და კეთილდღეობა კორეის ნახევარკუნძულზე.

myquiz