"თუ დავიხოცებით იქნებ, მაშინ მაინც ვითამაშოთ" - სირიელი ბავშვების თვალით დანახული ომის სისასტიკე | Allnews.Ge

"თუ დავიხოცებით იქნებ, მაშინ მაინც ვითამაშოთ" - სირიელი ბავშვების თვალით დანახული ომის სისასტიკე

"თუ დავიხოცებით იქნებ, საბოლოოდ, მაშინ მაინც შევძლოთ თამაში"- კონფლიქტის ეპიცენტრში მოხვედრილი სირიელი ბავშვების ამ სიტყვებს ხშირად გაიგებთ, ამბობს ექიმი მოჰამედ ხალიდ ჰამზა.

ის და მისი კოლეგები სირიულ-ამერიკული სამედიცინო საზოგადოებიდან (Sams), მუშაობენ ბავშვებთან, რომლებიც მიმდინარე შვიდ-წლიანი ომის თვითმხილველები გახდნენ.

სირიულ-ამერიკული სამედიცინო საზოგადოების წევრები ისევე, როიგორც სხვა ჰუმანიტარული ორგანიზაციები, ბავშვების მიერ შექმნილ ნახატებს აგროვებენ. ამ კოლექციიდან, რელიც 14 წელზე უმცროსი ბავშვების ნახატებითაა შექმნილი, ასახულია თუ როგორ აღიქვამენ ბავშვები სირიის სისხლიან კონფლიქტს.

myquiz