თურქეთის სასამართლომ ოპოზიციური გაზეთის Cumhuriyet-ის 15 ჟურნალისტი ტერორიზმში დამნაშავედ ცნო | Allnews.Ge

თურქეთის სასამართლომ ოპოზიციური გაზეთის Cumhuriyet-ის 15 ჟურნალისტი ტერორიზმში დამნაშავედ ცნო

თურქეთის სასამართლომ ოპოზიციური გაზეთის ჩუმჰურიყეტ-ის 15 ჟურნალისტი ტერორიზმში დამნაშავედ ცნო.

ამასთან, სასამართლოს გადაწყვეტილებით, გაზეთის ყოფილი მთავარი რედაქტორის, ცნობილი ჟურნალისტის კან დუნდარის წინააღმდეგ არსებული საქმის განხილვა ცალკე წარმოებად გაგრძელდება.

შეგახსენებთ, რომ გასული წლის აგვისტოში თურქეთის ხელისუფლებამ 35 ჟურნალისტის დაკავების ორდერები გასცა. მათ ბრალი ფეთჰულა გიულენის ორგანიზაციასთან კავშირში ედებოდათ, რომელსაც თურქეთში ტერორისტული ორგანიზაციის სტატუსი აქვს მინიჭებული.

თურქეთში სახელმწიფო გადატრიალების მოწყობა მეამბოხეთა ჯგუფმა 2016 წლის 16 ივლისის ღამეს სცადა. ძირითადი დაპირისპირება ანკარასა და სტამბოლში მიმდინარეობდა. დაიღუპა 240-ზე მეტი და დაიჭრა 2 000-ზე მეტი ადამიანი, ხელისუფლებამ ამბოხება ჩაახშო. ოფიციალურმა ანკარამ სახელმწიფო გადატრიალების მოწყობაში ოპოზიციონერი მქადაგებელი ფეთჰულა გიულენი დაადანაშაულა, აშშ-ში მცხოვრებმა გიულენმა კი გადატრიალების მცდელობა დაგმო და ყველა ბრალდება უარყო.

myquiz