სამხრეთ და ჩრდილოეთ კორეის ლიდერებმა პირდაპირი სატელეფონო კავშირი დაამყარეს | Allnews.Ge

სამხრეთ და ჩრდილოეთ კორეის ლიდერებმა პირდაპირი სატელეფონო კავშირი დაამყარეს

სამხრეთ და ჩრდილოეთ კორეის ლიდერებმა პირდაპირი სატელეფონო კავშირი დაამყარეს. ამის შესახებ ინფორმაციას სამხრეთ კორეის გაერთიანების სამინისტრო ავრცელებს.

"პირდაპირი სატელეფონო ხაზი პრეზიდენტი მუნ ჩჟე ინის რეზიდენციასა და ჩრდილოეთ კორეის სახელმწიფო საბჭოს ცენტრალურ ოფისს აკავშირებს ერთმანეთთან", - ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.

სეულში ასევე აღნიშნავენ, რომ ტექნიკურმა პერსონალმა უკვე განახორციელა სატესტო ზარი და არანაირი ტექნიკური ხარვეზები აღმოჩენილი არ ყოფილა.

5 მარტს სამხრეთ კორეის დელეგაცია ფხენიანში ჩრდილოეთ კორეის ლიდერს კიმ ჩენ ინს შეხვდა. მოლაპარაკებების შედეგად მხარეები შეთანხმდნენ, რომ სამხრეთ კორეისა და ჩრდილოეთ კორეის ლიდერების შეხვედრა შედგებოდა.

myquiz