სერგეი ლავროვმა რუსი დიპლომატების გაძევებას ბავშვური თამაში უწოდა
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა სხვადასხვა ქვეყნებიდან რუსი დიპლომატების გაძევება ბავშვურ თამაშს შეადარა და განაცხადა, რომ მოსკოვს არ სურს ამ ბავშვურ თამაშებში ჩაბმა.
"როგორც ბავშვობაში ვამბობდით - ვინც პირველმა დაიწყო, ის უნდა გაჩერდეს. არ გვსურს ამ თამაშებში ჩაბმა, თუმცა ჩვენი პარტნიორები სწორედ ამით არიან დაკავებულები", - განაცხადა ლავროვმა.
მისივე თქმით, აღნიშნული ქვეყნები გამოგონილი მიზეზებით დიპლომატების გაძევების გზით დიალოგისთვის არსებულ შესაძლებლობებს ამცირებენ.
"რამდენად შორს წავა ეს ყველაფერი, ჩვენზე არ არის დამოკიდებული", - აღნიშნა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
სკრიპალის საქმის გამო, მსოფლიოს 28 ქვეყნიდან საერთო ჯამში 150 რუსი დიპლომატი გააძევს.