კარლეს პუჩდემონი გერმანიის პოლიციამ დააკავა | Allnews.Ge

კარლეს პუჩდემონი გერმანიის პოლიციამ დააკავა

კატალონიის მთავრობის ყოფილი ხელმძღვანელი კარლეს პუჩდემონი გერმანიის პოლიციამ დააკავა.

ესპანური მედიის ინფორმაციით, დაკავება მაშინ მოხდა, როდესაც კარლეს პუჩდემონმა მანქანით დანიისა და გერმანიის საზღვარი გადაკვეთა.

აღსანიშნავია, რომ დაკავება ესპანეთის მიერ გაცემული ევროორდერის საფუძველზე განხორციელდა.

დაკავების შესახებ ინფორმაცია კარლეს პუჩდემონის ადვოკატმა ხაუმე ალონსო-კუევილიამ დაადასტურა.

კარლეს პუჩდემონს ბრალდება აქვს წაყენებული კატალონიის დამოუკიდებელ სახელმწიფოდ გამოცხადებასთან დაკავშირებით. ის ამ დრომდე ევროპის სხვადასხვა ქვეყანში იმყოფებოდა, მათ შორის ბელგიაში.

myquiz