საფრანგეთში ერთ-ერთ სუპერმარკეტში შეიარაღებულმა პირმა მძევლები აიყვანა | Allnews.Ge

საფრანგეთში ერთ-ერთ სუპერმარკეტში შეიარაღებულმა პირმა მძევლები აიყვანა

სამხრეთ საფრანგეთში, ქალაქ ტრებში სუპერმარკეტში შეიარაღებულმა პირმა მძევლად რამდენიმე ადამიანი აიყვანა. ამის შესახებ ინფორმაციას ფრანგული მედია ავრცელებს.

არსებული ინფორმაციით, ინციდენტის ადგილთან პოლიცია და სპეცრაზმია მობილიზებული. ასევე, ვრცელდება ინფორმაცია, რომ შეიარაღებულმა პირმა ცეცხლი გაუხსნა სამართალდამცველებს, რის შედეგადაც ერთი სპეცრაზმელი დაჭრილია.

ფრანგული ტელეარხი BFM TV საფრანგეთის პროკურატურაზე დაყრდნობით იუწყება, რომ შეიარაღებულმა პირმა, რომელმაც მძევლები აიყვანა, განაცხადა, რომ "ისლამურ სახელმწიფოს" წარმოადგენს.

როგორც ადგილობრივ პრეფექტურაში განაცხადეს, საქმე ეხება ტერორისტულ აქტს.

myquiz