ამერიკელი მასწავლებლები იარაღის გამოყენების სპეციალურ წვრთნას გადიან | Allnews.Ge

ამერიკელი მასწავლებლები იარაღის გამოყენების სპეციალურ წვრთნას გადიან

ამერიკელი მასწავლებლები ქვეყნის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ინიციატივის შესაბამისად, ცეცხსასროლი იარაღის გამოყენებისთვის სპეციალურ წვრთას უკვე გადიან. სროლაში დახოლოვნებას პედაგოგები ენისში, ტეხასში მოწყობილ შესაბამის ბაზაზე ცდილობენ.

"ზოგჯერ ეს საშიშია, თუმცა, როგორც იცით, ყველაფერს ვაკეთებთ, რაც შეგვიძლია იმისთვის, რომ სკოლებში უსაფრთხოება მაქსიმალურად დავიცვათ, მაგრამ არასდროს ვიცით, რა შეიძლება მოხდეს"- თქვა ერთ-ერთმა მასწავლებელმა კიმ რეინი.

წვრთნა 16 მასწავლებელსა და სკოლის წარმომადგენელს ჩაუტარდა, ცეცხლსასროლი იარაღის დაუფლებაში მათ პოლიციის ყოფილი ოფიცერი ეხმარებათ. ეს უფასო ერთდღიანი სწავლებაა.

"პირველად ხდება რომ მსგავს რაღაცას ვაკეთებ, როგორც წესი, აქ პოლიციის ოფიცრებს ვწვრთნით"- თქვა ტეხასის სტრატეგიული იარაღის აკადემიის მფლობელმა ტიმ ბულოტმა.

მასწავლებლებისთვის შესაბამისი წვრთნების ჩატარება მას შემდეგ დაიწყო, რაც თეთრმა სახლამა პედაგოგების იარაღებით აღჭურვის ინიციატივა გამოთქვა. მასწავლებლების ნაწილი ამბობს, რომ იარაღს სკოლის ფარგლებში იმის მიუხედავად არ ატარებს მიიღებს თუ არა ხელისუფლება აღნიშნულ გადაწყვეტლებას, თუმცა ამბობენ, რომ წვრთნებს საკუთარი თავის უკეთ მომზადების მიზნით გადიან.

myquiz