გაერთიანებული სამეფო ქიმიური იარაღისგან თავდაცვის ცენტრს ააშენებს | Allnews.Ge

გაერთიანებული სამეფო ქიმიური იარაღისგან თავდაცვის ცენტრს ააშენებს

გაერიანებული სამეფო ახალ ქიმიური იარაღისგან "თავდაცვის ცენტრს" აშენებს. აღნიშნული ცენტრის აშენების მიზანი რუსეთისა და ჩრდილოეთ კორეისგან მომდინარე მზარდი საფრთხისგან თავდაცვაა.

გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის მინისტრის გევინ უილიამსონის განცხადებით, "თავდაცვის ცენტრი", რომლის ასაშენებლად 66 მილიონ დოლარზე მეტი დაიხარჯება, პორტონ დაუნში, თავდაცვის მეცნიერებისა და ტექნოლოგიური ლაბორატორიის ტერიტორიაზე განთავსდება.

გაერინებული სამეფოს ხელისუფლების გადაწყვეტილებით, ათასობით სამხედრო მოსამსახურე ჯილეხის წინააღმდეგ ვაქცინაციას გაივლის.

რუსეთის დაზვერვის ყოფილი ოფიცრის სერგეი სკრიპალის მოწამვლასთან დაკავშირებით, დიდი ბრიტანეთი 23 რუს დიპლომატს გააძევებს, - ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ტერეზა მეიმ ბრიტანეთის პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისი თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც ოფიციალურმა მოსკოვმა არ უპასუხა ლონდონის მოთხოვნას განემარტა, თუ როგორ მოხვდა რუსეთში შემუშავებული მომწამლავი ნივთიერება დიდი ბრიტანეთის ტერიტორიაზე.

გარდა ამისა, როგორც მეიმ აღნიშნა, რუსეთთან უმაღლეს დონეზე ყველა ორმხრივ კონტაქტს წყვეტენ.