პლასტმასის ბოთლის წყლებში პოლიეთილენის ნაწილაკები აღმოაჩინეს | Allnews.Ge

პლასტმასის ბოთლის წყლებში პოლიეთილენის ნაწილაკები აღმოაჩინეს

პლასტმასის ბოთლებში ჩამოსხმული ბრენდული წყლების ტესტირებამ აჩვენა, რომ თითქმის ყველა მათგანი შეიცავს პოლიეთილენის უმცირეს ნაწილაკებს.

მასშტაბური კვლევისას 9 ქვეყანაში წყლის 250 ბოთლი შეიძინეს და შეამოწმეს.

ჟურნალისტური ორგანიზაცია Orb Media-ს მიერ ჩატარებული კვლევის შედეგად აღმოჩნდა, რომ 1 ლიტრ წყალში საშუალოდ 10 პლასტმასის ნაწილაკი იყო, რომელიც თითოეულ შემთხვევაში ადამიანის თმის ღერის სისქეს აჭარბებდა.

კომპანიებმა, რომელთა ბოთლებისა და წყლის შემოწმებაც მოხდა, BBC-სთან საუბარში განაცხადეს, რომ მათი საწარმოები უმაღლესი სტანდარტებისა და უსაფრთხოების დაცვით მუშაობს.

ტესტი ნიუ-იორკის სახელმწიფო უნივერსიტეტში ფრედონიაში ჩატარდა.

უნივერსიტეტის ქიმიის პროფესორის, შერი მეისონის თქმით, რომელმაც ანალიზი ჩაატარა, მათ პლასტმასის ნაწილაკები თითქმის ყველა შემოწმებულ ბოთლში აღმოაჩინეს, მიუხედავად იმისა, რომელ კომპანიას ეკუთვნოდა ის.

"ჩვენ არ მივუთიებთ რომელიმე ბრენდსა და კომპანიაზე. კვლევამ რეალურად აჩვენა, რომ პლასტმასის ნაწილაკები ყველგანაა"- აღნიშნა ქიმიკოსმა.

ამ დროისთვის დადგენილი არ არის პლასტმსის მცირე ნაწილაკებს, რომელსაც ადამიანი წყალთან ერთად ყლაპავს, შეუძლია თუ არა ჯანმრთელობის მხრივ რაიმე ზიანის მოტანა. პოტენციური შედეგების დადგენა მეცნიერების ჩართულობას მოითხოვს.

პროფესორ მეისონის თქმით, კვლევის შედეგად ნაჩვენები რიცხვები კატასტროფული არ არის, თუმცა დამაფიქრებელი ნამდვილად არის.

BBC-თან საუბარში ექსპერტებმა აღნიშნეს, რომ განვითარებად ქვეყნებში, სადაც წყალი, შესაძლოა, დაბინძურებული იყოს, მოსახლეობამ წყლის მოხმარება პოლიეთილენის ბოთლებიდან უნდა განაგრძოს.

მკვლევარებმა 11 საერთაშორისო თუ ადგილობრივი ბრენდის 250 ბოთლი წყალი შეიძინეს, ქვეყნები კი მრავალრიცხოვნობის ან იმის მიხედვით აარჩიეს თუ რამდენად ხშირი იყო ამ ქვეყანაში პოლიეთილენის ბოთლში ჩამოსხმული წყლის მოხმარება.

წამყვანი საერთაშორისო ბრენდების სია ასე გამოიყურება:

  • Aquafina
  • Dasani
  • Evian
  • Nestle Pure Life
  • San Pellegrino
რაც შეეხება ადგილობრივ ბრენდებს:

  • Aqua (Indonesia)
  • Bisleri (India)
  • Epura (Mexico)
  • Gerolsteiner (Germany)
  • Minalba (Brazil)
  • Wahaha (China)

myquiz