გერმანიის კანცლერის პოსტზე კვლავ ანგელა მერკელი აირჩიეს | Allnews.Ge

გერმანიის კანცლერის პოსტზე კვლავ ანგელა მერკელი აირჩიეს

გერმანიის პარლამენტმა ანგელა მერკელი ფედერალური კანცლერის პოსტზე აირჩია. ეს მისი ზედიზედ მეოთხე ვადაა აღნიშნულ პოსტზე.

ანგელა მერკელის კანდიდატურას მხარი დაუჭირა ბუნდესტაგის 364 დეპუტატმა, წინააღმდეგ 315 პარლამენტარი წავიდა, ხოლო 9 დეპუტატმა თავი შეიკავა.

დღესვე ანგელა მერკელი გერმანიის პრეზიდენტისგან კანცლერის თანამდებობაზე დანიშვნის სიგელს მიიღებს. შემდეგ ის ფიცს დადებს პარლამენტის ორივე პალატის დეპუტატების წინაშე.

მსოფლიოს ყველაზე გავლენიანი ქალი

დღის მეორე ნახევარში კი ახალი მთავრობის პირველი სხდომა გაიმართება. გერმანიაში საპარლამენტო არჩევნები გასული წლის 24 სექტემბერს გაიმართა, თუმცა შეთანხმება კოალიციურ მთავრობაზე მხოლოდ 12 მარტს იქნა მიღწეული.

myquiz