ერდოღანი - "ეი, ნატო, სად ხარ? ჩვენ ამდენს ვიბრძვით" | Allnews.Ge

ერდოღანი - "ეი, ნატო, სად ხარ? ჩვენ ამდენს ვიბრძვით"

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ნატო გააკრიტიკა იმის გამო, რომ ალიანსი თურქეთს მხარს არ უჭერს სირიაში მიმდინარე ოპერაციაში. "ეი, ნატო, სად ხარ? ჩვენ ამდენს ვიბრძვით. ნატო-ვ, ნუთუ თურქეთი ნატო-ს წევრი არ არის? სად ხარ?", - განაცხადა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ქალაქ მერსინში სიტყვით გამოსვლისას.

თურქეთის ლიდერის თქმით, ნატო-ს წევრმა თურქეთმა თავისი შეიარაღებული ძალები კონფლიქტის ზონებში გააგზავნა, როდესაც მას ეს სთხოვეს, თუმცა სანაცვლოდ თურქეთს მხარდაჭერა არ მიუღია.

"ნატო-ს წევრი ქვეყნები თურქეთის მხარდაჭერას არ იჩენენ "ზეთისხილის ტოტის" ოპერაციის ფარგლებში და უფრო მეტიც, ანკარას ქმედებებს სირიაში ეწინააღმდეგებიან", - აღნიშნა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა.

თურქეთის პრეზიდენტმა ასევე განაცხადა, რომ თურქეთის მიზანი არ არის სხვა ქვეყნის ტერიტორიების დაპყრობა, არამედ რეგიონში ტერორიზმის აღმოფხვრაა.

myquiz