ქარიშხლის გამო, სამხრეთ კორეაში, სადაც ზამთრის ოლიმპიადა მიმდინარეობს, ევაკუაცია გამოცხადდა | Allnews.Ge

ქარიშხლის გამო, სამხრეთ კორეაში, სადაც ზამთრის ოლიმპიადა მიმდინარეობს, ევაკუაცია გამოცხადდა

სამხრეთ კორეაში ძლიერი ქარიშხლის გამო ფხენჩხანში მდებარე ოლიმპიური პარკიდან ადამიანების ევაკუაცია მიმდინარეობს.

სტიქიის გამო დაზიანებები ოლიმპიური პარკის ერთ-ერთმა თანამშრომელმა მიიღო.

უამინდობა ოლიმპიური თამაშების მიმდინარეობაზეც აისახა. ქალებს შორის ბიატლონში შეჯიბრი ერთი დღით გადაიდო.

ზამთრის ოლიმპიური თამაშები სამხრეთ კორეის ქალაქ ფხენჩხანში 9 თებერვალს დაიწყო და 25 თებერვალს დასრულდება.

myquiz