სამხრეთ აფრიკაში მაღაროში ჩარჩენილი 955 მუშა გადაარჩინეს | Allnews.Ge

სამხრეთ აფრიკაში მაღაროში ჩარჩენილი 955 მუშა გადაარჩინეს

სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში, ფრი-სტეიტის პროვინციაში კომპანია Sibanye-Stillwater-ის მაღაროში ჩარჩენილი 955 მაღაროელი გადაარჩინეს. ამის შესახებ კომპანიის განცხადებაშია ნათქვამი.

"სიხარულით გაცნობებთ, რომ ყველა მაღაროელი ფრი-სტეიტის პროვინციაში მშვიდობიანად ამოიყვანეს", - ნათქვამია განცხადებაში.

ავარია მაღაროში 31 იანვარს მოხდა. ძლიერი ქარის გამო ბაგირი გაწყდა, რის გამოც ორი დღის განმავლობაში ისინი მაღაროდან გამოსვლას ვერ ახერხებდნენ. მთელი ამ დროის განმავლობაში მათ საკვები და წყალი სპეციალური კაფსულებით მიეწოდებოდათ.

myquiz