-40 გრადუსი ყინვა და ძლიერი ქარი ყაზახეთში - იხილეთ ფოტოები ადგილიდან | Allnews.Ge

-40 გრადუსი ყინვა და ძლიერი ქარი ყაზახეთში - იხილეთ ფოტოები ადგილიდან

ყაზახეთში ძლიერი ყინვაა, დაბალი ტემპერატურის გამო სკოლებსა და კოლეჯებში სწავლა შეწყდა.

სინოპტიკოსების პროგნოზით, ალმაატაში ძლიერი ყინვა კვლავ შენარჩუნდება. რამდენიმე რეგიონში ყინვას ძლიერი ქარიც ერთვის. ქვეყანაში ჰაერის ტემპერატურა -40 გრადუსია.

ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მოყინვის გამო საავადმყოფოებს 223-მა ადამიანმა მიმართა, მათგან 73-ის ჰოსპიტალიზაცია გახდა საჭირო.

ასტანის მოსახლეობა სოციალურ ქსელებში წერს, რომ ყაზახეთში ანტარქტიდაზე მეტად ცივა. ახალგაზრდული ორგანიზაციები ქუჩაში ფეხით მოსიარულეებს ცხელ ყავასა და ჩაის სთავაზობენ. მოხალისე მძღოლები კი გამვლელებს ადგილამდე მანქანით მიყვანას სთავაზობენ.

myquiz