"ნუტელაზე" 70%-იანმა ფასდაკლებამ საფრანგეთის სუპერმარკეტებში ქაოსი გამოიწვია | Allnews.Ge

"ნუტელაზე" 70%-იანმა ფასდაკლებამ საფრანგეთის სუპერმარკეტებში ქაოსი გამოიწვია

საფრანგეთში "ნუტელაზე" გრანდიოზული ფასდაკლება გამოცხადდა, რამაც საზოგადოებაში ქაოსი გამოიწვია. საუბარია 950 გრამიან პროდუქტზე, რომლის შეძენაც 70%-იანი ფასდაკლების შემდეგ 4,5 ევროს ნაცვლად 1,41 ევროდ იყო შესაძლებელი.

"ნუტელა" ფრანგების ერთ-ერთი უსაყვარლესი ტკბილეულია და მასზე გამოცხადებული ფასდაკლების გამო, სუპერმარკეტებში პოლიციის გამოძახებაც კი გახდა საჭირო.

ზოგიერთი მაღაზიის განცხადებით, ფასდაკლების დღეს იმდენი "ნუტელა" გაყიდეს, რამდენიც როგორც წესი, სამი თვის განმავლობაში იყიდება ხოლმე. ამასთან, როგორც სუპერმარკეტებში აცხადებდნენ, ასეთი ამბავი აქამდე მხოლოდ ამერიკაში "შავი პარასკევის" დღეს თუ უნახავთ.

ცნობისთვის, "ნუტელა" კომპანია Ferrero-ს ოჯახის წევრია და ის 1940-იან წლებში შეიქმნა. დღეის მდგომარეობით კი, მსოფლიოს მასშტაბით ყოველწლიურად 365 მილიონი კილოგრამი მიწის თხილით დამზადებული შოკოლადი იყიდება.

წყარო: bpn.ge

myquiz