ფინეთში დღეს საპრეზიდენტო არჩევნები იმართება | Allnews.Ge

ფინეთში დღეს საპრეზიდენტო არჩევნები იმართება

ფინეთში დღეს საპრეზიდენტო არჩევნები იმართება. საარჩევნო უბნები ქვეყანაში ადგილობრივი დროით 09:00 საათზე გაიხსნა.

ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა დაახლოებით 4,5 მილიონს შეადგენს. ვადამდე ხმის მიცემის უფლება ამომრჩეველთა 36,7%-მა, 1,55 მილიონმა ადამიანმა გამოიყენა.

თუ პირველი ტურის შედეგად გამარჯვებული არ გამოვლინდა, მეორე ტური 11 თებერვალს გაიმართება.

myquiz