დაათვალიერეთ სახლი, სადაც 20 წლის ბარაკ ობამა ცხოვრობდა | Allnews.Ge

დაათვალიერეთ სახლი, სადაც 20 წლის ბარაკ ობამა ცხოვრობდა

გიფიქრიათ ოდესმე ამერიკის შეერთებული შტატების ისეთი ისტორიული პერსონა, როგორიც ბარაკ ობამაა, სად ცხოვრობდა 20 წლის ასაკში ? იქამდე სანამ სამართლის სკოლაში სწავლას დაიწყებდა, საცხოვრებლად ჩიკაგოში გადავიდოდა, მიშელზე დაქორწინდებოდა და პოლიტიკურ კარიერას დაიწყებდა, ახალგაზრდა ობამა ბრუკლინში პარკ სლოუპში ერთ-ერთი ლამაზი სახლის ბოლო სართულზე ცხოვრობდა.

5 საძინებელი ოთახისა და სამი სააბაზანოს მქონე სახლში ახლა ერთი ოჯახი ცხოვრობს. ამჟამად მისი საბაზრო ღირებულება 4.295 მილიონი დოლარია, 1903 წელსაა აშენებული და დღემდე შენარჩუნებული აქვს ზოგიერთი ისტორიული დეტალი, მათ შორის ოთხი დეკორაციული ბუხარი. სამზარეულო ახალი გარემონტებულია, საიდანაც ხედი მშვენიერ ბაღზე იშლება, სწორედ ამ ადგილას დგას მაგიდა, ტექნიკა კი უჟანგავი მეტალისგან არის გაკეთებული.

ბოლო სართულზე, სადაც ობამა ცხოვრობდა, სამი საძინებელი ოთახია, სააბაზანო, სარეცხი და საშრობი ოთახებია.

სახლს გარედან კარგად მოვლილი ბაღი აკრავს, სადაც გარეთ ვახშმობის მოყვარულების სპეციალური ადგილი ვაზის ქვეშაა მოწყობილი.

myquiz