ქაბულში გაერო-ს მისიის თანამშრომლებს თავს დაესხნენ | Allnews.Ge

ქაბულში გაერო-ს მისიის თანამშრომლებს თავს დაესხნენ

ავღანეთის დედაქალაქ ქაბულში გაერო-ს მისიის თანამშრომლებზე თავდასხმა მოხდა. ამის შესახებ ავღანური სააგენტო Khaama Press იუწყება. არსებული ინფორმაციით, თავდამსხმელებმა ერთი პირი გაიტაცეს და ერთი მოკლეს. ქაბულის პოლიციაში დაადასტურეს, რომ ადგილი ჰქონდა გაერო-ს მისიის თანამშრომლებზე თავდასხმას.

პოლიციის განცხადებით, მიმდინარეობს გამოძიება და დამატებითი დეტალები მოგვიანებით იქნება გავრცელებული.

აღნიშნულ ფაქტზე პასუხისმგებლობა ჯერ არავის აუღია.

myquiz