ძლიერ ქარიშხალს ევროპაში 10 ადამიანი ემსხვერპლა - კადრები სტიქიის ზონიდან | Allnews.Ge

ძლიერ ქარიშხალს ევროპაში 10 ადამიანი ემსხვერპლა - კადრები სტიქიის ზონიდან

ევროპის რამდენიმე ქვეყანაში ქარიშხალ "ფრედერიკეს" სულ მცირე 10 ადამიანი ემსხვერპლა. ამის შესახებ "დოიჩე ველე" წერს.

6 ადამიანია დაღუპული გერმანიაში, ორი - ნიდერლანდებში, ერთი - ბელგიაში და ერთი - იტალიაში. დაშავებულია ათობით ადამიანი.

ქარიშხალმა მასშტაბური სატრანსპორტო პრობლემები გამოიწვია გერმანიაში, ბელგიაში, ნიდერლანდებში, დიდ ბრიტანეთსა და იტალიაში.

myquiz